მუხლი 159.- 9. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.