მუხლი 159.- 8. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული დავის ადმინისტრაციული წესით განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის (სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის მიერ განხორციელებისას – სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის) დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.