მუხლი 159.- 5. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების არასწორად შერჩევა ან სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა

სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების არასწორად შერჩევა ტენდერის ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის სხვა საშუალებების თავიდან აცილების მიზნით, ან სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის განხორციელების საშუალებების იმ მონეტარული (ფულადი) ზღვრების თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც დადგენილია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით, –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.