მუხლი 157. იმ ჰუმანიტარული დახმარების პროდუქციის გაყიდვა, რომელიც უფასოდ გასაცემად იყო განკუთვნილი

კომერციულ სტრუქტურაში (მიუხედავად მისი სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმისა) იმ ჰუმანიტარული დახმარების პროდუქციის გაყიდვა, რომელიც მოქალაქეებისათვის ან იურიდიული პირებისათვის გადასაცემად იყო განკუთვნილი, –

  გამოიწვევს დაჯარიმებას პროდუქციაზე დადებული ფასის ხუთმაგი ოდენობით, ამ პროდუქციის კონფისკაციით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.