მუხლი 155. ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა

1. სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოს მუშაკის მიერ ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. სავაჭრო ობიექტში (მათ შორის, რესტორანში, კაფესა და ბარში) არასრულწლოვნისთვის ალკოჰოლური სასმელის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის მყიდველისათვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების მოთხოვნის დარღვევა –

გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში –

გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

4. ალკოჰოლური სასმელის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა –

გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში –

გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.