მუხლი 155.- 4.ფართო მოხმარების საქონლის, ტანსაცმლის, სპორტული ინვენტარის, სათამაშოების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და კვების პროდუქტების რეალიზაციის წესების დარღვევა

1. ფართო მოხმარების საქონლის, ტანსაცმლის, სპორტული ინვენტარის, სათამაშოების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და კვების პროდუქტების რეალიზაციისას „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს პროდუქციის (გარდა მოწევასთან დაკავშირებული აქსესუარებისა) რეკლამა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათი ლარით.