მუხლი 155.-1. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევა

1. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებით ვაჭრობა არასტაციონარული სავაჭრო ობიექტებიდან, აგრეთვე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების სხვაგვარი დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით ან ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 30000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლება ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების 200 ლიტრზე მეტი რაოდენობა, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – 2000 ლიტრზე მეტი რაოდენობა.