მუხლი 154.- 2. პურპროდუქტების საწარმოების მუშაობის უწყვეტი ციკლის დარღვევა

პურპროდუქტების საწარმოების მუშაობის უწყვეტი ციკლის დარღვევა ან ამ საწარმოების რეორგანიზაცია, ანდა სხვა სახის საქმიანობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პურპროდუქტების წარმოების უწყვეტი ციკლის დარღვევა ან შეწყვეტა, აგრეთვე სხვა სახის საქმიანობა, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას პურპროდუქტების წარმოების დადგენილ წესს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთი ათასიდან ათი ათას მინიმალურ ოდენობამდე.