მუხლი 154.- 1. პურპროდუქტებით უზრუნველყოფის სისტემის რეორგანიზაციის დადგენილი წესების დარღვევა

პურპროდუქტებით ქვეყნის უზრუნველყოფის სისტემის რეორგანიზაციის დადგენილი წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასიდან ხუთას მინიმალურ ოდენობამდე.

პურპროდუქტების საწარმოებში, სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის შესყიდვის, წარმოების ან რეალიზაციის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ასიდან ორას მინიმალურ ოდენობამდე.