მუხლი 153.- 4 . გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე

1. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2. გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, უკანონო გარე რეკლამის საშუალების კონფისკაციით.

შენიშვნა: ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის 36-1  მუხლით დადგენილი წესით.