მუხლი 153.- 6 . ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე

1. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე –

გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა განმეორებით −

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

შენიშვნა:

1. ამ კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება და სამართალდამრღვევი პირის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება არ ათავისუფლებს პირს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციისაგან.

2. დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის აღკვეთის მიზნით მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობას.

3. თუ ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოჩენისას ვერ დგინდება სამართალდამრღვევი პირი, სამართალდარღვევის საგნები ექვემდებარება კონფისკაციას .

4. სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესს ადგენს ქალაქ თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო.