მუხლი 153.- 3. გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე

1.. გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე, –

გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე ოდენობით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

შენიშვნა:

ამ კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება და დამრღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება არ ათავისუფლებს პირს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციისაგან.