მუხლი 153.- 1 . საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა

1.    საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა, მათ შორის, ანგარიშსწორების პროცესში უცხოური ვალუტის გამოყენება (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა) –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით.

2. მეწარმე სუბიექტის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გადასახდელად ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მათი მიღება-გამოცვლის წესის დარღვევა –

გამოიწვევს ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით.

3.    მეწარმე სუბიექტის მიერ მომხმარებელთან ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განუხორციელებლობა –

გამოიწვევს ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებზე.