მუხლი 152.- 2. საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა

1. საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა, –

გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირთა დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში, –

გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირთა დაჯარიმებას – 4000 ლარის ოდენობით.