მუხლი 145. აღრიცხვაზე აყვანის და საცხოვრებელ სახლებსა და საცხოვრებელ სადგომებში შესახლების წესების დარღვევა

თანამდებობის პირთა მიერ საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვაზე აყვანის, აღრიცხვიდან მოხსნისა და მოქალაქეთათვის საცხოვრებელი სადგომების მიცემის წესის, საცხოვრებელ სახლებსა და საცხოვრებელ სადგომებში შესახლების დადგენილი ვადების დაუცველობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე.