მუხლი 144. ტაქსოფონების, სატელეფონო კაბინების, საფოსტო და მონეტის დასახურდავებელი ავტომატების, სატელეფონო გამანაწილებელი კარადებისა და სააბონენტო მოწყობილობათა დაზიანება, აგრეთვე ტელეფონების თვითნებური ჩართვა

ტაქსოფონების, სატელეფონო კაბინების, საფოსტო და მონეტის დასახურდავებელი ავტომატების, სატელეფონო გამანაწილებელი კარადებისა და სააბონენტო მოწყობილობათა დაზიანება, აგრეთვე მოქმედ აბონენტთა ხაზში ტელეფონების თვითნებური ჩართვა, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.