მუხლი 144.- 4. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა

საცხოვრებელ ადგილებში ისეთი რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დამონტაჟება და ექსპლუატაცია, რომლებიც არ შეესაბამება ამ საშუალებებისა და მოწყობილობებისათვის დადგენილ ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმებს და საზიანოა მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.