მუხლი 144.- 3. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტების, წარმოების, მშენებლობის, გამოყენების, ექსპლუატაციის, უცხო ქვეყნიდან შემოტანისა და რეალიზაციის წესების დარღვევა

რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტება, წარმოება, მშენებლობა, გამოყენება, ექსპლუატაცია, უცხო ქვეყნიდან შემოტანა და რეალიზაცია საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გაცემული სათანადო ნებართვის გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.