მუხლი 144.- 10. ფილმის დემონსტრატორის მიერ ფილმის (მათ შორის, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების) კინოდარბაზში ჩვენება პირველადი წარმოების ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრირების ან გახმოვანების პირობის დაუცველად, ანდა ფილმის არაპირველადი წარმოების ენაზე ჩვენება

1. ფილმის დემონსტრატორის მიერ ფილმის ( მათ შორის , დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ) კინოდარბაზში ჩვენება პირველადი წარმოების ენაზე , საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრირების ან გახმოვანების პირობის დაუცველად , ანდა ფილმის არაპირველადი წარმოების ენაზე ჩვენება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით .

2. იგივე ქმედება , ჩადენილი განმეორებით , –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით .

3. იგივე ქმედება , ჩადენილი მესამედ ან მეტჯერ , –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით .