მუხლი 143. კავშირგაბმულობის ხაზებისა და ნაგებობების დაცვის წესების დარღვევა

კავშირგაბმულობის ხაზებისა და ნაგებობების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე კავშირგაბმულობის სახაზო და საკაბელო ნაგებობების დაზიანება, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე.