მუხლი 139.- 5. გადამყვანი კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა

გადამყვანი კომპანიის მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს გადამყვანი კომპანიის ან გადამყვანი კომპანიის წარმომადგენლის დაჯარიმებას სახმელეთო ტრანსპორტის შემთხვევაში 300 ლარის ოდენობით, საზღვაო ტრანსპორტის შემთხვევაში − 1000 ლარის ოდენობით, ხოლო საჰაერო ტრანსპორტის შემთხვევაში − 1500 ლარის ოდენობით.

 შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“