მუხლი 135. 1 . საქართველოს ტერიტორიაზე შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვა­ნი­ს­ა­ს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ დამტკიცე­ბუ­ლი მოძრაობის მარშრუტის დარღვევა

საქართველოს ტერიტორიაზე შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას თვით­მ­მ­ა­რ­თ­ველი ქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი M2 და M3 კატეგორიების ავტო­ბ­უ­­სე­ბისათვის ად­­გი­ლობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ დამტკი­ც­ე­ბული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლა­რის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულე­ბი­სა­თ­ვ­ის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაე­რ­ი­ც­­ხება საურავი 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.