მუხლი 129. დაწესებულ ნორმაზე ზევით ხელბარგისა და ფასგადაუხდელი ბარგის გადაზიდვა

რკინიგზისა და საზღვაო ტრანსპორტით დაწესებულ ნორმაზე ზევით ხელბარგის გადაზიდვა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე..

ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, საქალაქო მიმოსვლის სამარშრუტო ტაქსით ბარგის ფასგადაუხდელად გადაზიდვა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ბარგის თითოეული ადგილისათვის შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე..

საგარეუბნო მიმოსვლის სამგზავრო ავტოტრანსპორტით ბარგის ფასგადაუხდელად გადაზიდვა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ბარგის თითოეული ადგილისათვის შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე..

საქალაქთაშორისო მიმოსვლის სამგზავრო ავტოტრანსპორტით ბარგის ფასგადაუხდელად გადაზიდვა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ბარგის თითოეული ადგილისათვის შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.