მუხლი 128. რკინიგზის, საზღვაო, საავტომობილო ტრანსპორტით და ელექტროტრანსპორტით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადაზიდვის წესების დარღვევა

რკინიგზის ტრანსპორტის საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა ხელბარგით გადაზიდვის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

საზღვაო ტრანსპორტით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადაზიდვის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, სამარშრუტო ტაქსით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადატანა, აგრეთვე მათი ბარგად ან შემნახველ საკანში ჩაბარება, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

იმ საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა ნუსხა, რომელთა გადაზიდვის წესების დარღვევისათვის ამ მუხლით დაწესებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, განისაზღვრება შესაბამის სახეობათა ტრანსპორტზე მოქმედი გადაზიდვის წესებით.