მუხლი 119.- 1. გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება

1. სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვა ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 900 ლარით.