მუხლი 114.-2. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევა

1. ზომამცირე გემის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში გასვლის შეუტყობინებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

2. ფიზიკური პირის კუთვნილი ბაზირების პუნქტის მოწყობის წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

3. ბაზირების პუნქტში ზომამცირე გემის შენახვის წესების დარღვევა –        

გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

4 . ბაზირების პუნქტიდან ზომამცირე გემის გასვლის წესების დარღვევა, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, –      

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

5 . ბაზირების პუნქტის მოწყობის წესების დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

6 . ზომამცირე გემით სარგებლობის, მათ შორის, ცურვის, წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

7 . საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელებისას სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართალდარღვევ ა , რ ომელ მაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით .

შენიშვნა : ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.