მუხლი 112. საზღვაო ტრანსპორტზე მოძრაობის წესების დარღვევა

გემების პორტში შესვლისა და პორტიდან გამოსვლის, საპორტო წყლებში გემების მოძრაობისა და დგომის წესების, აგრეთვე გემში მგზავრთა ჩასხდომის, მგზავრობის და გემიდან გადმოსხდომის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.

საპორტო წყლებში საყვინთი სამუშაოების ჩატარება სათანადო ნებართვის გარეშე, ამ სამუშაოთა დროს სიგნალების მიცემის წესების დაუცველობა, –

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.