მუხლი 111. სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევა

1. სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევა –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ან შეეძლო შეექმნა ფრენის უსაფრთხოებისათვის ან/და საავიაციო უშიშროებისათვის, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით.