მუხლი 111.-4. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა

1. საერთაშორისო დანიშნულების სამოქალაქო ავიაციის აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

2. ადგილობრივი დანიშნულების სამოქალაქო ავიაციის აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის ადგილობრივი დანიშნულების სამოქალაქო ავიაციის აეროდრომად მიიჩნევა სამოქალაქო ავიაციის აეროდრომი, რომელიც არ არის საერთაშორისო დანიშნულების სამოქალაქო ავიაციის აეროდრომი.