მუხლი 111.-1. საქართველოს საჰაერო სივრცის უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე გამოყენება, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დარღვევა

1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით საქართველოს საჰაერო სივრცის უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე გამოყენება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.