მუხლი 111.- 5. სამუშაო ადგილზე შესაბამისი კვალიფიკაციის (ოსტატობის) ან/და აღიარების არმქონე ავიასპეციალისტის დაშვება

1. სამუშაო ადგილზე შესაბამისი კვალიფიკაციის (ოსტატობის) ან/და აღიარების არმქონე ავიასპეციალისტის დაშვება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.