მუხლი 107. რკინიგზის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა

1. სატვირთო მატარებლით თვითნებური მგზავრობა, მატარებელში სვლის დროს ჩაჯდომა და გადმოსვლა, ვაგონის საფეხურებსა და სახურავზე მგზავრობა, მატარებლის თვითნებური, საჭიროების გარეშე გაჩერება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

2. სამგზავრო ვაგონის შიდა მოწყობილობის, ბილეთის საფასურის გადახდის ავტომატური საშუალების, ლოკომოტივისა და ვაგონის მინის დაზიანება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

3. მატარებლის ვაგონის ფანჯრიდან და კარიდან ნაგვის და სხვა საგნების გადაყრა −

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

4. რეგიონული მიმოსვლის მატარებლის ვაგონში (მათ შორის, ტამბურში), მაგისტრალური და საერთაშორისო მიმოსვლის სამგზავრო მატარებლებში ნებადაურთველ ადგილებში მოწევა −

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.