მუხლი 107.-4. მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გადაადგილებისას საქართველოს კანონმდებლობით ან/და შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევა

1. მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გადაადგილებისას საქართველოს კანონმდებლობით ან/და შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევა –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოყენებულ მოძრავ საშუალებებზე.