მუხლი 106. რკინიგზის ტრანსპორტზე მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა

რკინიგზის ლიანდაგებზე ისეთი საგნების დაწყობა, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ მატარებელთა მოძრაობის დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

რკინიგზის ლიანდაგის, დამცავი ტყის ნარგავების, თოვლსაფარის და სხვა საგზაო ობიექტების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის ნაგებობათა და მოწყობილობათა დაზიანება, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოთხიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე.

რკინიგზის ლიანდაგებზე საჭაპანო ტრანსპორტით გავლისა და პირუტყვის გადარეკვის, ლიანდაგების მახლობლად პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.

დატვირთვა-გადმოტვირთვის დროს დადგენილი გაბარიტების დაუცველობა, –

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.

რკინიგზის ლიანდაგებზე გავლა ნებადაურთველ ადგილებში, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მეათედ მინიმალურ ოდენობამდე.