მუხლი 100.-1. ნარკოტიკების შემცველი ნათესების დაცვის უზრუნველსაყოფად ზომების მიუღებლობა

კანაფისა და ზეთოვანი ხაშხაშის ნათესების, ამ კულტურების მოსავლის შენახვისა და გადამუშავების ადგილების დაცვის დადგენილი რეჟიმის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე ნარკოტიკულ ნივთიერებათა შემცველი ნამკალისა და წარმოების ნარჩენების გასანადგურებლად ზომების მიუღებლობა, –

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასი მინიმალური ოდენობით.