მუხლი 098.- 1 . პასუხისმგებლობა პესტიციდებ ისა და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, შეფუთვისა და მარკირების წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

3. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითებებისა და რეკომენდაციების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.