მუხლი 096.-2. „საქარ თველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ნავთობისა და გაზის სექტორში

1. ნავთობისა და გაზის სექტორში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტებით დადგენილი, ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000-დან 3 000 ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ასეთი დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე.