მუხლი 096.- 4 . სარწყავი წყლის დატაცება

1. სამელიორაციო სისტემიდან სარწყავი წყლის დატაცება –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორას ორმოცდაათი ლარით, იურიდიული პირის დაჯარიმებას ხუთასი ლარით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ხუთასი ლარით, იურიდიული პირის დაჯარიმებას ათასი ლარით.