მუხლი 094. 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროქსელების დაცვის წესების დარღვევა

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროქსელების დაცვის წესების დარღვევა, თუ ამას მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა მომხმარებელთათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება, ელექტროქსელების დაზიანება ან სახალხო მეურნეობის სხვა ზარალი, –

გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორი შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.