მუხლი 089.- 2. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორის მიერ ნებისმიერი მოწყობილობის (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვებისა) შეტანა

1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორის მიერ ნებისმიერი მოწყობილობის (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვებისა) შეტანა –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე.