მუხლი 087.-1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში საქმიანობის წესების დარღვევა

1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას და საბაზრო ქსელში განთავსებისას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 800 ლარამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 2000 ლარამდე.

3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე −

გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 1000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 2000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

5. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქცია −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 3000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

7. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც შეეძლო გამოეწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან/და გარემოსა და ბიომრავალფეროვნებისათვის მძიმე შედეგი, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000-დან 5000 ლარამდე.