მუხლი 084. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 და 4-1 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა

1. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 და 41 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემდეგ მათი აღმოფხვრის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ადმინისტრაციული სახდელის ( ჯარიმის ) დადებას ამ კოდექსის იმ შესაბამისი მუხლის ან მუხლის ნაწილის სანქციის ფარგლებში , რომლის დარღვევის გამოც დაეკისრა სამართალდარღვევის აღმოფხვრა , ამ მუხლებზე მითითებით , ხოლო დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის ( ჯარიმის ) არსებობის შემთხვევაში − იმ შესაბამისი მუხლის ან მუხლის ნაწილის სანქციის მაქსიმალური საჯარიმო თანხის გაორმაგებას , რომლის დარღვევის გამოც დაეკისრა სამართალდარღვევის აღმოფხვრა , ამ მუხლებზე მითითებით .

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის ( ჯარიმის ) დადებიდან ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 და 41 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღმოფხვრის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაკისრებული ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის ( ჯარიმის ) გაორმაგებას .

3. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 და 4-1 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის ხელის შეშლა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით .

4. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 და 4-1 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა ( საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების , მასალებისა და ინფორმაციის წარუდგენლობა , შემოწმების პროცესში შესამოწმებელი ობიექტის მიერ წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მოთხოვნის უგულებელყოფა ) −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით .

5. ამ მუხლის მე -4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება , ჩადენილი განმეორებით , −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით .  

შენიშვნა:

1. სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 36-1 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დაკმაყოფილებისათვის შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 793 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.