მუხლი 082.- 2. გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევა

1. გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

3. საწარმოო და არასაწარმოო ობიექტების მიერ ზღვაში ჩამდინარე წყლების ჩაშვებისას ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

5. ( ამოღებულია – 25.03.2013, №453 ).

6.  ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ).