მუხლი 080. ისეთ სატრანსპორტო და სხვა მოძრავ საშუალებათა საექსპლუატაციოდ გაშვება, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა ნორმატივებს აღემატება

ისეთი ავტომობილების, თვითმფრინავების, გემებისა და სხვა მოძრავი საშუალებებისა და დანადგარების საექსპლუატაციოდ გაშვება, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა, აგრეთვე მუშაობისას მათ მიერ წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს, –

გამოიწვევს თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე.