მუხლი 077. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ან მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების უქონლობა, გაფრქვევის ნორმების გადამეტება ან ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედება

1. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების უქონლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.

2.  ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გადამეტება, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (მათ შორის, ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველების) დადგენილი ნორმების გადამეტება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1 000 ლარამდე.