მუხლი 071. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ტყის დანაგვიანება და დაზიანება

სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ტყის დაზიანება რადიოაქტიური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან სხვა მავნე ნივთიერებებით, რადიოაქტიური ნარჩენებით, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო ან სხვაგვარი ჩამდინარე წყლებით, აგრეთვე მავნე ნივთიერებათა გამონაფრქვევებით, რასაც ტყის გახმობა ან დაავადება მოსდევს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.