მუხლი 067.-1. ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვისა და აღდგენის ზონებში, აღკვეთილსა და ბიოსფერული რეზერვატის ბუნების მართვადი დაცვისა (მანიპულაციების) და აღდგენის ზონებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების აღდგენისა და მდგომარეობის გაუმჯობესების წესების დარღვევა

ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვისა და აღდგენის ზონებში, აღკვეთილსა და ბიოსფერული რეზერვატის ბუნების მართვადი დაცვისა (მანიპულაციების) და აღდგენის ზონებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების აღდგენისა და მდგომარეობის გაუმჯობესების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.