მუხლი 063.-1. ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის, აღკვეთილის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილი ზონის, დაცული ლანდშაფტის, ბიოსფერული რეზერვატის ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონის ტერიტორიების ტყის ფონდის მიწებზე არსებულ ტყეებში ტყეკაფის ფონდის გამოყოფის, გამოყენებისა და ტყითსარგებლობის წესების დარღვევა

ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის, აღკვეთილის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილი ზონის, დაცული ლანდშაფტის, ბიოსფერული რეზერვატის ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონის ტერიტორიების ტყის ფონდის მიწებზე არსებულ ტყეებში ტყეკაფის ფონდის გამოყოფის, გამოყენებისა და ტყითსარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე .