მუხლი 061. წყალსამეურნეო და წყალდამცავი ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება, მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა

წყალსამეურნეო და წყალდამცავი ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება ან მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.

იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე.