მუხლი 061.-1 . წყალსარგებლობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისა და წყლის პირველადი აღრიცხვის წარმოების წესების დარღვევა

1. წყლის მდგომარეობაზე ზეგავლენის მომხდენი ავარიული სიტუაციების, ზალპური წყალჩაშვების, სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან დამახინჯება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 200 ლარამდე.

2. წყლის პირველადი აღრიცხვის წარმოების წესის დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე.